ბაღათურია : ძველი ბიჭები და კრიმინალები ჰალსტუხიანმა და პაგონიანმა ავტორიტეტებმა შეცვალეს

ბაღათურია : ძველი ბიჭები და კრიმინალები ჰალსტუხიანმა და პაგონიანმა ავტორიტეტებმა შეცვალეს

 "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ძველი ბიჭები და კრიმინალები ჰალსტუხიანმა და პაგონიანმა ავტორიტეტებმა შეცვალეს.ეს განცხადება ბაღათურიამ დღეს ვანო მერაბიშვილის თანდასწრებით გააკეთა.

სანამ ბაღათურია ამ განცხადებას გააკეთებდა, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა  ყაჩაღებისა და კრიმინალების ალაგმვაზე ისაუბრა.

ბაღათურიამ მერაბიშვილს 3 ადამიანის სურათი აჩვენა, რომლებიც 2 კვირის წინ ოპოზიციის აქციაზე მუშტებს იქნევდნენ და ხულიგნობდნენ.

ბაღათურიამ წარმოადგინა  შსს-ს საგანგებო საგანგებო სამსახურის უფროსის კახა ლომიძის, გორის გამგეობის თანამშრომლის ბაჩო პავლიაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი კოორდინატორის სურათი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით აქტიურობდნენ და მუშტებს ურტყამდნენ ხალხს.

ბაღათურიას ასევე აინტერესებდა რა უშლიდა ხელს მიხეილ სააკაშვილს, რომ 2009 წლიდან პენსია 100 დოლარი გამხდარიყო.

„პარლამენტის წევრების 70%  მდიდარი დეპუტატია და ამ მდიდარმა ადამიანებმა 3 კვირის წინ საპენსიო პაკეტი ჩააგდეს, რომელიც გაჭირვებული ადამიანებისთვის 45 ლარით პენსიის მომატებას შეეხებოდა“, - აღნიშნა ბაღათურიამ.

„ქართული დასის“ ლიდერი ასევე დაინტერესდა თუ რა თანხებით აშენდა პრეზიდენტის რეზიდენცია, პარლამენტის შენობა ქუთაისსი და რა თანხებით შენდება ჭაობში იუსტიციის სახლი. ამ თანხებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბაღათურიასთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია.