საპატრიარქოში 5 ივლისს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 5 ივლისს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

5 ივლისს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომას გამართავს. ამის შესახებ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, სერაფიმე ჯოჯუამ გუშინ განაცხადა.

როგორც მეუფე აცხადებს, სინოდის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის შედეგად შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებენ. 

შეგახსენებთ, გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" 1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, გადაცემის წამყვან ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ "საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც".