ანჯელინა ჯოლის რქები დაადგეს

ანჯელინა ჯოლის რქები დაადგეს

ცოტა ხნის წინ,  ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ანჯელინა ჯოლის ახალი ფოტო დისნეის ზღაპრის „მძინარე მზეთუნახავი“ - ეკრანიზაციიდან, სადაც კეთილი ანჯელინა ბოროტი დედოფლის როლშია.  ფოტო გადამღებმა ჯგუფმა მაშინ ოფიციალურად გაავრცელა, დღეს კი ვრცელდება ფოტოები გადასაღები მოედნიდან, სადაც ანჯელინა ჯოლი ძროხებთან ერთად რქებით პოზირებს.

„მძინარე მზეთუნახავის“ ახალ ეკრანიზაციას „მალეფისენტი“ ჰქვია. ფილმის რეჟისორია დებიუტანტი რობერტ სტრომბერგი, რომელიც აქამდე მხატვრის ამპლუაში მუშაობდა ფილმებზე „ავატარი“ და „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. თუ შედის სამსახიობო ჯგუფში ანჯელინა ჯოლის გარდა, ჯერჯერობით უცნობია. დღეს გავრცელებულ ახალი კადრებშიც ანჯელინასა, ძროხებისა და გადამღებუ ჰგუფის გარდა არავინ ჩანს.

გადაღებებზე ჯოლისთან ერთად მისი ოჯახი, ბრედი და ბავშვებიც იმყოფეოდნენ,

„მალეფისენტს“ კინოსტუდია Walt Disney იღებს. არაოფიციალური ცნობებით, ავრორას როლში ელი ფენინგი მოგვევლინება.