ირაკლი სესიაშვილი: სად შაშკინი და სად თავდაცვის სამინისტრო,  ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს

ირაკლი სესიაშვილი: სად შაშკინი და სად თავდაცვის სამინისტრო, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი სამთავრობო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო გაბრძოლებად აფასებს და აღნიშნავს, რომ „გაჭირვებული ხავს ეკიდებოდაო“.

სესიაშვილის განცხადებით, მისთვის სამთავრობო კარუსელი ნაკლებად საინტერესოა, რადგან  მისი თქმით, ეს ცვლილებები  ქვეყნის ინტერესებზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული არაა.

„სამთავრობო ცვლილებაზე ნაკლებად შეიძლება რაიმე პოზიტიური ითქვას.  ჯერ რა იყო ახალია თავდაცვის სამინისტროში და შაშკინი განათლების მინისტრის პოსტზე,  ამიტომ სიმართლე გითხრათ,  მეცოდება როგორც თავდაცვის ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. განსაკუთრებით კი,  მათი პერსონალი. ვიცი რისი გაკეთებელია ან ერთი და ან მეორე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით,  ახალაიას ხელში, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დანგრევა ემუქრება, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ამის საშუალებას მას აღარ მისცემენ.

„ბაჩო ახალია თავდაცვის სამინისტროში  არაპროფესიონალი იყო.  მან პირდაპირ შეიძლება ითქვას დაანგრია თავდაცვის სამინისტრო,  მთლიანად  მოშალა სისტემა და ახლა ასეთი ბედი შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ეწიოს, თუმცა  იმედი  მაქვს არჩევნებში გავიმარჯვებთ და ამის საშუალებას არ მივცემთ. რაც შეეხება შაშკინს,  სად შაშკინი და სად თავდაცვის სამინისტრო,  ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს“, - განაცხადა სესიაშვილმა.