Facebook -ში ერთსქესიანი ქორწინების გამომხატველი ხატულები გამოჩნდა

Facebook -ში ერთსქესიანი ქორწინების გამომხატველი ხატულები გამოჩნდა

სოციალური ქსელ Facebook -ში ერთსქესიანი ქორწინების გამომხატველი სპეციალური „იკონკები“ გამოჩნდა. ახალი ფუნქცია არატრადიციული ორიენტაციის მქონე წყვილებს აძლევს საშუალებას პირად ინფორმაციაში, მიუთითონ ურთიერთობების სტატუსი, ანუ ვისთან აქვთ ურთიერთობა.

როგორც РСН, იუწყება ეს შესაძლებლობა პირველად განხილული იქნა, მაშინ როდესაც ერთ-ერთმა, ბლოგერმა კრის ჰიუზმა, Facebook-ის  მეშვეობით ღიად გამოაცხადა პარტნიორ მამაკაცთან ქორწინების შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური ქსელი Facebook მხარს უჭერს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს. გასული წლის თებერვალში, სოციალურმა ქსელმა  პარამეტრების სიას „ოჯახური მდგომარეობის“ ჩამონათვალში დაამატა „სამოქალაქო ქორწინება“ და „საშინაო პარტნიორობა“, რამაც ჰომოსექსუალების მხარდამჭერებში.     დადებითი გამოხმაურება ჰპოვა.