ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დღეს აქციას გამართავს

ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დღეს აქციას გამართავს

ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დღეს,  მერიასთან აქციას გამართავს . აქციის მონაწილეები თბილისის მერს, გიგი უგულავას, მთავრობის №12.08.608 დადგენილების შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა გეგეჭკორი ამბობს, პროტესტის ამ ფორმით ისინი  კორპორატიული ბინათმშენებლობების დასრულებას მოითხოვენ.

მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მერიასთან თბილისის მერიასთან 12 საათზე დაიწყება.