რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილისეულმა  კომპლიმენტებმა მერაბიშვილზე უკვალოდ არ ჩაიარა

რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილისეულმა კომპლიმენტებმა მერაბიშვილზე უკვალოდ არ ჩაიარა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებისას აცხადებს,  რომ საკადრო ცვლილებები  მერაბიშვილიდან დაიწყო და ამ ფონზე,  მთლიანი  ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მოტივად  ჩანს, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტისთვის უფრო სანდო პიროვნების ხელში ყოფილიყო. 

რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს საყვარელიძის განცხადებით, მათ მიმდინარე პროცესებში კარდინალური მნიშვნელობა არ აქვთ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო  კარდინალური  მნიშვნელობის სტრუქტურაა  და განათლების სამინისტრო ნაკლებად, თუმცა განათლების სამინისტროზეც  იზრუნა პრეზიდენტმა იმ  მხრივ რომ არასასურველი,  სკანდალურობის ზღვარზე მყოფი შაშკინის ფიგურა ამ სისტემას მოაშორა“,- განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ახალია პრეზიდენტისთვის უფრო ნდობით აღჭურვილი პიროვნება აღმოჩნდა.

„როგორც ჩანს,  ივანიშვილისეულმა  კომპლიმენტებმა მერაბიშვილზე უკვალოდ არ ჩაიარა“, - განაცხადა საყვარელიძემ.