ევროპის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ლონდონში გახსნიან

ევროპის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ლონდონში გახსნიან

Times-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს „კოშკებით სავსე ლონდონში“ ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის შარდის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ხუთშაბათს საღამოს ლონდონის ცას 30 პროჟექტორი და 12 ლაზერის სხივი გაანათებს, ასე აღნიშნავენ ლონდონელები 95-სართულიანი ცათამბჯენის პრეზენტაციას.

ბრიტანეთის  ხელისუფლების გადაწყვეტილებით,ლონდონში შარდის გარდა, კიდევ ოთხი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ასეთი კრიზისია, გამოცემას ეჭვი ეპარება, რომ ბევრი გამოჩნდეს ისეთი კომპანია, რომელიც ამ უზარმაზარი შენობების ფართის არენდით დაკავებას შეძლებს. Times-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ არაბულმა „ალ ჯაზირამ“ გამოთქვა სურვილი, შარდში განთავსდეს.