ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი მოკლეს

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ ავღანეთში პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა ავღანელმა  ნატოს სამი  ჯარისკაცი მოკლა.

ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლები არ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან მოკლული ჯარისკაცები.  მომხდარის შესახებ დეტალები არ გახმაურებულა.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამნაშავე დაკავებულია, ის დაკავებისას დაიჭრა.

2012 წლის დასაწყისიდან ავღანეთის პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ადამიანებმა ალიანსის დაახლოებით 20-მდე თანამშრომელი მოკლეს.