ბერა ივანიშვილი: იმედია მსმენელამდე მივიტან იმ ემოციას, რაც ამ სიმღერის წერის დროს ვიგრძენი

ბერა ივანიშვილი: იმედია მსმენელამდე მივიტან იმ ემოციას, რაც ამ სიმღერის წერის დროს ვიგრძენი

მცხეთაში აქციაზე მისულ კახი კალაძესა და ბერა ივანიშვილს იქ შეკრებილი ასეულობით ადამიანი აპლოდისმენტებით შეხვდნენ . სცენაზე ასვლამდე  ბერა ივანიშვილმა და კახი კალაძემ შეკრებილ მოქალაქეებს ავტოგრაფები დაურიგეს.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქცია ისეთივე ხასიათის იქნება, როგორიც წინა აქციები იყო. კალაძე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლის.

როგორც ცნობილია მცხეთაში აქციის ბოლოს  ბერა ივანიშვილი 3 სიმღერას შეასრულებს. მისი თქმით, ერთი იქნება ახალი, რომელიც აქამდე არსად გაჟღერებულა. "ჩვენი ბოლო აქცია ოზურგეთში სასწაული იყო, დღესაც იგივეს ველოდებით. ხალხში საოცარი მუხტია. მე დღეს შევასრულებ სიმღერას "თავისუფლება". სული და გული ჩავდე ამ სიმღერაში და იმედია მსმენელამდე მივიტან იმ ემოციას, რაც ამ სიმღერის წერის დროს ვიგრძენი", - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" აქციისთვის სცენისა და აპარატურის მონტაჟი უკვე დასრულებულია. მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაში მონაწილეობის მსურველი რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე შეკრებილია.