"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთში ირაკლი ტრიპოლსკი იქნება

კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთის რაიონში ირაკლი ტრიპოლსკი იქნება, - ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა  ფასანაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას  განაცხადა.

ასევე ცნობილია „ქართული ოცნების“ ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურა, ის ექიმი მირიან წიკლაური იქნება.

რაც შეეხება რაიონში დანარჩენ ორ  კანდიდატს, მათ  ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  დღეს, მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე  დაასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იურისტი, ზაქარია ქუცნაშვილი მოიაზრება.

ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"დაველოდოთ 19:00 საათს და ყველა ყველაფერს გავიგებთ. ჩემი მაჟორიტარად წარდგენის შესახებ ინფორმაციას კი არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ’’, - განაცხადა ქუცნაშვილმა