" არტ-გენი 2012 " სტარტს კახეთში აიღებს

3 ივლისს, საქართველოში  ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი, ”არტგენი” იწყება. ფესტივალი ერთ თვეს გაგრძელდება და სტარტს ამჯერად კახეთის რეგიონიდან აიღებს.

ფესტივალის ფარგლებში   გაიმართება 5 რეგიონალური ტური:

ფესტივალის პირველი დღე - 3 ივლისი ყვარლის  ყვარლის ტბა,  შემდეგი ტური  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.   ფესტივალი სამეგრელოდან იმერეთში წყალტუბოში გადაინაცვლებს.  იმერეთიდან  გურიაში,  ჩოხატაურში გაგრძელდება.   

 რეგიონალური ტური  ქ. ფოთში მალთაყვას ტყე-პარკში დასრულდება

ფესტივალის ფარგლებში  რეგიონალური ტურის დასრულების შემდეგ 10-დღიანი    შემაჯამებელი დასკვნითი ნაწილი, თბილისში გაიმართება.

 20-იდან 29 ივლისის ჩათვლით  თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში, წარმოდგენილნი იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, კავკასიელი სტუმრები მეზობელი რეგიონებიდან, აგრეთვე შემოქმედებითი ჯგუფები უცხოეთიდან (პოლონეთი, უკრაინა , ბალტიისპირეთი და სხვ). ჯგუფი "არტ-გენის" მიზანია ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.