დღეს 19:00 საათზე

დღეს 19:00 საათზე " მცხეთაში ქართული ოცნების" აქცია გაიმართება

დღეს 19:00 საათზე "ქართული ოცნების" აქცია მცხეთაში გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს .

აქცია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას  და  მათთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას მოიცავს.

როგორც, კოალიციაში აცხადებენ,  ბიძინა ივანიშვილი დღეს, 11:00 საათიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კოალიციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ აქციას შეუერთდება.

19:00 საათზე, მცხეთაში დაგეგმილ აქციას მსვლელობებით ყაზბეგიდან, თიანეთიდან და დუშეთიდან შეუერთდებიან.

"ქართული ოცნების" მომხრეების მსვლელობა რაიონებიდან მცხეთის აქციამდე ერთი ან ორი საათით ადრე დაიწყება.

"აქციაზე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვა, წარადგენს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატებს, რის შემდეგაც მუსიკალური ნაწილი დაიწყება, რომელიც უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე აქამდე გამართული აქციების დროს", - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში.

ოფიციალური გამოსვლების შემდეგ კი ბერა ახალი სიმღერით "თავისუფლება" წარდგება მაყურებლის წინაშე.

შეგახსენებთ კოალიციამ სულ სამი აქცია გამართა. პირველი აქცია "ქართულმა ოცნებამ" თბილისში, 27 მაისს ჩაატარა, 10 ივნისს ქუთაისში, ხოლო 17 ივნისს ოზურგეთში შეიკრიბნენ.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კოალიცა ანალოგიური აქციის გამართვას საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს.