დავით მაღრაძე იუბილარია

დავით მაღრაძე იუბილარია

 

ქართველი პოეტი დავით მაღრაძე იუბილარია, მას 50 წელი შეუსრულდა. იგი 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტია ლიტერატურაში და საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი.

დავით მაღრაძის შემოქმედების შეფასებისას მწერალმა და მთარგმნელმა ქეთევან ტომარაძემ აღნიშნა, რომ განვითარების გარდამტეხ ეტაპზე მყოფი  ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება  ისეთი ინდივიდების ხმის  მიყურადებას,  რომლებსაც შესწევთ უნარი მთელი არსებით  იგრძნონ ის   საფრთხეები,   გარედან თუ შიგნით რომ გვემუქრება და პირველებმა მიანიშნონ მთავარსა და არსებითზე.

„ასეთ პიროვნებად დღეს ქართველ ხალხს  პოეტი დათო  მაღრაძე ეგულება, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება   ომახიანად, უშიშრად ამბობს თავის სათქმელს და  დახვეწილი პოეტური სახეებით  ზუსტად გამოხატავს ადამიანთა სატკივარს.  დათო მაღრაძეს  50 წელი შეუსრულდა.    მოქალაქეობრივი პათოსითა და ფილოსოფიური სიღრმით განმსჭვალული მისი ლექსები  მდიდარი პოეტური ტრადიციების მქონე ქართული მწერლობისთვის  უმნიშვნელოვანესი შენაძენია, რადგან ისინი  სრულიად ახლებურად   წარმოაჩენს ცხოვრების მრავალფეროვნებას და  ბედნიერებისა და თავისუფლებისკენ ადამიანის სწრაფვას. დათო მაღრაძის  ლექსებში რელიეფურად გამოიკვეთა დროთა კავშირი,  განვითარებისა და პროგრესის   მთავარი და აუცილებელი ნიშან–თვისება“, - აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.