ზურაბ აბაშიძე: სირიაში დაძაბულობა უფროდაუფრო სისხლიანი და დრამატული ხდება

ზურაბ აბაშიძე: სირიაში დაძაბულობა უფროდაუფრო სისხლიანი და დრამატული ხდება

პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სირიაში მიმდინარე მოვლენების პროგნოზირება საკმაოდ რთულია და რთულია ასევე იმის პროგნოზირებაც, შეძლებს თუ არა რუსეთი მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდეს საკუთარი ინტერესებისა და ბაშარ ასადის გულისთვის.  

„სირიაში ძალიან დაძაბული ვითარებაა, ფაქტიურად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, ასევე ჩინეთი წინააღმდეგნი არიან გაეროს მანადატით  სირიაში სამხედრო ინტერვენცია მოხდეს.რუსეთის ეს წინააღმდეგობა სირიასთან დაკავშირებით, მასა და დასავლეთის ურთიერთობებში დიდ წინააღმდეგობას იწვევს.რუსეთი მომხრეა საერთო  პოლიტიკური დარეგულირება მოხდეს, თვითონ სირიელებმა გადაწყვიტონ  ქვეყნის მომავალი და სხვა ქვეყნები ამაში ნაკლებად ჩაერიონ.

 რეალობა ისეთია, რომ სირიაში  ეს დაძაბულობა უფროდაუფრო სისხლიანი და დრამატული ხდება . ჩარევა დასავლეთის მხრიდან, როგორც ჩანს, კულუარული საშუალებებით მაინც ხდება და ხდება ასევე რუსეთის მხრიდანაც, რომელიც აიარაღებს მეორე მხარეს.  გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის რაღაც ახალ ინიციატივაზეცაა საუბარი, რამდენად რეალისტური იქნება ეს წინადადება ამას ვნახავთ, ძალიან რთულია პროგნოზირება გააკეთო, როგორ შეიძლება სირიაში განვითარდეს მოვლენები“,-აცხადებს აბაშიძე.