„ქართული ოცნების“ აქციას მცხეთაში საზოგადოებრივი დამცველის მობილური ჯგუფი დააკვირდება

„ქართული ოცნების“ აქციას მცხეთაში საზოგადოებრივი დამცველის მობილური ჯგუფი დააკვირდება

„საზოგადოებრივი დამცველი“  ხვალ მცხეთაში პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მონიტორინგს განახორციელებს.

აქციას საზოგადოებრივი დამცველის მობილური ჯგუფი დააკვირდება. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს აქციაში მონაწილე მოქალაქეებს გაუწევენ. „საზოგადოებრივი დამცველი“  იმედს გამოთქვამს, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ აქცია მცხეთაში ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.