პროკურატურამ ფონდ „ქართუდან“ კუზანაშვილისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ფონდ „ქართუდან“ კუზანაშვილისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ფონდი „ქართუს" ცალკეული წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე ეხება უშუალოდ სამბისტ კუზანაშვილს, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია და რომლის მიმართ „ქართუს“ მიერ თანხის გადარიცხვის ფაქტზე დაიწყო აღნიშნული გამოძიება.

 „გამოძიების დაწყების საფუძველი კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული მასალა გახდა, რომელიც ფონდ „ქართუს" ანგარიშიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" წევრ უშანგი კუზანაშვილისთვის 16.292 ლარის გადაცემას შეეხება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამ მონიტორინგის სამსახურის განცხადებას ფონდი "ქართუ" გამოეხმაურა, რომელმაც მოსყიდვის ფაქტს უსაფუძვლო ბრალდება უწოდა და აღნიშნა, რომ კუზანაშვილი 19 მაისს სამბოში ევროპის ჩემპიონი მე-5 გახდა და სწორედ ამასთან დაკავშირებით ფონდმა მას ერთჯერადი დახმარების სახით ჯილდოდ 10 000 აშშ დოლარი გადასცა. 

ფონდი „ქართუ“ აცხადებს, რომ ის აპოლიტიკური ორგანიზაციაა და თავის საქმიანობაში არასოდეს პოლიტიკური სარჩულით არ ხელმძღვანელობს.