სიმბოლური ქართული პასპორტი ალექსანდრე ვერშბოუსაც გადაეცა

სიმბოლური ქართული პასპორტი ალექსანდრე ვერშბოუსაც გადაეცა

ჰილარი კლინტონის შემდეგ, სიმბოლური ქართული პასპორტი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს იუსტიციის სახლის მენეჯერმა, თამარ სამსონიამ გადასცა. აღნიშნულ  „ქართული პასპორტებს“   პასპორტის ფორმა და ყდა  არ აქვს, თავისი შიგთავსით და შინაარსით კი, ეს არის ბუკლეტი ორგანიზაციის შესახებ.

 „ახალ მოქალაქეს“ შიგ ფოტოსაც უკრავენ.

 ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუმ ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტისას, ანალოგიური „პასპორტი“ აჩუქა.