"ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო" და "დემოკრატიული მოძრაობა“ ბათუმში აქციას გამართავენ

ბათუმში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების „ქართული დასის“, „სახალხო კრებისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა გაიმართება. 

როგორც ქართული დასის ერთ ერთმა ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, აჭარას ხელახლა დაკარგვის საფრთხე ემუქრება და  აღნიშნა, რომ შეკრების მთავარი მიზანიც სწორედ აჭარის ხელახალი დაკარგვისაგან გადარჩენაა. 

„ჩვენი ამოცანაა თანადგომა გამოვხატოთ და აჭარის პრობლემებისადმი ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ“ - განაცხადა ბაღათურიამ. 

როგორც პარლამენტის პლენარულ მან სხდომაზე განაცხადა, თურქეთის 25 000 მოქალაქეს აჭარაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, რომელთაც მისივე თქმით, საარჩვენო უფლება აქვთ. გარდა ამისა ბაღათურია საუბრობს ტრეფიკინგის პრობლემაზეც, რომელიც როგორც ის აღნინავს, მწვავე დგას ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.

"ძალიან დიდი აგიტაცია-პროპაგანდაა გაჩაღებული თურქეთისა და აჭარის ტერიტორიებზე, თითქოს აჭარა თურქეთის ნაწილია და 100 წლის წინ ის თურქებს საქართველომ წაართვა“, - აღნიშნავს ბაღათურია.

ბაღათურია მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. 

აქციის მონაწილეები 19:00 საათზე იუნკერების საფლავთან შეიკრიბებიან და მსვლელობას ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მიმართულებით გამართავენ.