რუსეთი VS ამერიკა: ჯერ თქვენ შეამცირეთ, მერე ჩვენ

რუსეთი VS ამერიკა: ჯერ თქვენ შეამცირეთ, მერე ჩვენ

„სანამ ამერიკის პოზიცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, მანამ რუსეთი შეიარაღების შემცირებას არ გეგმავს“,-ამის შესახებ განცხადება მაგატე-ს რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი ბერდენიკოვმა გააკეთა.

ამერიკა ცდილობს რუსეთი შეიარაღების შემცირებაზე დაიყოლიოს, თუმცა რუსეთის პოზიცია უცვლელია. ბერდენიკოვმა გაკვირვება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის აშშ-ს სამხედრო შეიარაღების და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტროლის  როუზ გეტემიულერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ „ამერიკა ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელ ეტაპს განიხილავს“,- განაცხადა გეტემიულერმა.

„რას გულისხმობს ამერიკა მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით, არ ვიცი, ეს მას შეეკითხეთ. ჩვენი პოზიცია ასეთია- იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, საჭიროა ამერიკამ შეცვალოს თავისი პოზიცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკაშირებით. იმისთვის, რომ ჩვენ ამ საკითხში წინ წავიწიოთ, საჭიროა ამერიკამ შეამციროს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია უცვლელი დარჩება“,-განაცხადა ბერდენიკოვმა.