ვალერი მელაძე: ქალზე ხელი არასდროს ამიწევია!(VIDEO)

ვალერი მელაძე: ქალზე ხელი არასდროს ამიწევია!(VIDEO)

ვალერი მელაძის წინააღმდეგ მოსკოვში სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა. საუბარია მომღერალსა და ჟურნალისტს შორის, შარშან მომხდარ იციდენტზე, რომელიც თავის დროზე მშვიდად „ჩაიფარცხა“.

გასულ წელს, ტელეწამყვან ინა ჩურკოვას ქორწილიდან მომავალი ვალერი მელაძე და  ალბინა ჯაბაევა რესტორნის ეზოში ჟურნალისტმა დააფიქსირა. მომღერალს არ მოეწონა, რომ უღებდნენ და ჟურნალისტს მასალის წაშლა მოსთხოვა.

თავის დროზე ბევრს წერდნენ, იმაზე, რომ მელაძე პრესის წარმომადგენელს გაეკიდა, კისერში სწვდა, აგინებდა და დახრჩობასაც უპირებდა. ჟურნალისტმა სერიოზული ნერვიული სტრესი მიიღო და სხეულზე ჩალურჯებებიც აღენიშნებოდა.

მიუხედავად არსებული ფაქტებისა, მომღერალმა ყველა ბრალდება უარჰყო და განაცხადა, რომ მასქალზე  ხელი არასდროს აუწევია.

პოლიციელებმა მაშინ საქმის აღძვრა საჭიროდ არ მიიჩნიეს და ეს ფაქტიც დავიწყებას მიეცა. ერთი წლის შემდეგ კი, როგორც აღნიშნული ჟურნალისტის ადვოკატები აცხადებენ, მელაძემ თავად აღძრა საქმე მის წინააღმდეგ, ცრუ დაბეზღების ბრალდებით.

ჟურნალისტის ადვოკატების განცხადებით, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ შარშანდელი ფაქტის გამოძიება  გაეგრძელებინათ და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე თავადაც აღეძრათ.

შეგახსენებთ, ეს ფაქტი ვალერი მელაძისა და რუსული მედიის პირველი დაპირისპირება არაა!