ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელი ტურისტები დაიკარგნენ

ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელი ტურისტები დაიკარგნენ

ჩრდილოეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის თანაშრომლები მეორე დღეა ექვს უკრაინელ ტურისტს ეძებენ, რომლებიც მთებში სალაშქროდ წავიდნენ და დანიშნულ დროზე კავშირზე აღარ გამოსულან. ტურისტული ჯგუფი უილპატის სიმაღლის სამხრეთ კალთის დასალაშქრად ცეისის ტურბაზიდან გავიდა.

ბოლოს ჯგუფი კავშირზე 26 ივნისს გამოვიდა. ტურისტებისგან ინფორმაცია მობილურ ტელეფონზე SMS--თ  მოვიდა: „ვიმყოფებით  უმაღლეს ზღვარზე“. მას შემდეგ ყოველგვარი კავშირი ტურისტულ ჯგუფთან შეწყდა.