გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდის შედეგები შეაჯამა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდის შედეგები შეაჯამა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ხატია დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდის შედეგები შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს მასშტაბით 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, სადაც ტესტები 32 844 აბიტურიენტმა ჩააბარა.

დაფიქსირდა სამი დაგვიანების ფაქტი. გამოცდაზე 657 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდები ოთხ ეტაპად ჩატარდა და დავალების შესასრულებლად ოთხი საათი იყო გამოყოფილი.

დეკანოიძის თქმით, ტექნიკურ ხარვეზებს ადგილი არ ჰქონდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2-დან 5 ივლისამდე მომდევნო გამოცდას აბიტურიენტები უცხო ენაში ჩააბარებენ.

ეროვნული გამოცდები 19 ივლისს დასრულდება, საბოლოო შედეგები კი 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.