ია მეტრეველი: ჩვენს მიერ გაწეული დახმარება მოქალაქეებისათვის უკანასკნელი იმედი იყო

ია მეტრეველი: ჩვენს მიერ გაწეული დახმარება მოქალაქეებისათვის უკანასკნელი იმედი იყო

ფონდ „ქომაგის“ ხელმძღვანელის ია მეტრეველის განცხადებით, მათ მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, მოქალაქეების   შსს-ში დაბარება და მათი მოწმის სახით დაკითხვა აღარ გაგრძელებულა.

მეტრეველის განცხადებით, მათი სპეციალური განცხადების გავრცელების მიზანი მოწმის სახით  დასაკითხად დაბარებული მოქალაქეებისათვის  ადვოკატების დანიშვნა და მათი  ინტერესების დაცვაა.

„ეს განცახდება იმიტომ გავაკეთეთ,  რომ რამდენიმე მათგანი ადვოკატის გარეშე წავიდა.  ჩვენ გვინდა  ამ ისედაც გაჭირვებულ  ხალხს დახმარება აღმოვუჩინოთ. ისედაც სტრესში ჩააგდეს და გაანერვიულეს. გვინდა ისინი დაცულნი იყვნენ. მათი ინტერესების დაცვაში  საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანზიაცია  „კონსტიტუციის 42 მუხლი,“  საზოგადოებრივი დამცველი,  ახალგაზრდა იურისტები,  ადვოკატები და ყველა ის ორგანიზაცია გვეხმარება,  რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს“, - განაცხადა მეტრეველმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე  მოქალაქეების დასახმარებლად „ქომაგისადმი“  ადვოკატის დანიშვა იქნება, ხოლო როგორც მეტრეველი განმარტავს,  „თუ ხელისუფლება კიდევ რაღაც სისულელეებს  ჩაიდენს, სხვანაირად მოვიქცევით“.

მეტრეველის განცხადებით,  ხალხი გადარიცხულ დახმარების თანხებზე ყადაღის მოხსნას ითხოვს.

„მოქალაქეებს სურთ თავიანთი თანხა მიიღონ. ამ ხალხს ამ თანხის იქით,  არანაირი საშუალება არ აქვს. ეს მათთვის უკანასკნელი იმედი იყო“, - განაცხადა მეტრეველმა.