Vlisco-ს საზაფხულო კოლექცია მცენარეული მოტივებით (VIDEO)

Vlisco-ს საზაფხულო კოლექცია მცენარეული მოტივებით (VIDEO)

მოდის ჰოლანდიური სახლი Vlisco – 2012 წლის საზაფხულო კოლექციას გვთავაზობს, მასში წარმოდგენილია გრაფიკულად სტილიზირებული მცენარეული მოტივები, ქსოვილები აზიური ორნამეტრებითა და ყვავილებიანი პრინტით.

ჰოლანდიური კომპანია Vlisco სხვა მოდის სახლებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის ქსოვილებს 1846 წლიდან განსაკუთრებული ტექნიკით აწარმოებს. ტექსიტილის უნიკალური დიზაინით იქმნება პრინტები, რომელიც ინდური და აფრიკული კულტურით არის ინსპირირებული. დღეს ბრენდი არა მარტო ქსოვილებს აწარმოებს, არამედ აქსესუარებზეც მუშაობენ.

ტექსტილის წარმოების უნიკალურობას ცვილის ბეჭდვის ტექნოლოგია წარმოადგენს: ქსოვილის ორივე ზედაპირზე სპეციალური ფორმის ნიმუშით ისმევა ცვლილი, მაგრამ ქსოვილი იფარება საღებავით, რაღა შეღებოს ის ნაწილი, რომელიც არ იყო ცვილით დამუშავებული. შემდეგ ქსოვილი ირეცხება ცვილისგან  და ასე მეორდება... ქსოვილი ორივე მხრიდან იღებება და მისი გამოყენება ორივე მხრიდანაა შესაძლებელი.

Vlisco -ს მოდური ილუსტრატორია საბინე ფაიფერი. ასევე განსხვავებული სტილით. საბინე ადამიანის სახეს, ნაკვთებს და სხვადასხვა დეტალებს, მუქ ან შავ-თეთრ ტონალობებში
წარმოგვიდგენს, ტანისამოსს კი მთლიანად უკეთებს აქცენტს და მკვეთრ ფერებს გვთავაზობს. ტექნიკა, რომელიც  საბინემ ახალი კოლექციის ნახატებში წარმოგვიდგინა, ელეგანტურისა და წარმოსახვითი სტილის არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის.

როგორც ილუსტრატორი ამბობს, Vlisco-სთან თანამშრომლობა ბრენდის სამხატვრო ხელმძღვანელმა შესთავაზა.  „ყოველთვის მხიბლავდა აღმოსავლური სამყარო, მათ კოლექციებში ეს დეტალები მრავლად იგრძნობოდა და ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. ვიფიქრე, რომ ეს ჩემი შანსი იყო! უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და გულწრფელად შემიძლიათ გითხრათ, რომ მათი ნაწარმით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ“-აღნიშნავს საბინე ილუსტრატორი.