საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ივლისს კიევში ჩასვლას გეგმავს, რათა იტალია-ესპანეთის საფინალი მატჩს დაესწროს. უკრაინაში საქართველოს ელჩ გრიგოლ ქათამაძის განმარტებით, რაიმე ოფიციალურ შეხვედრებს სააკაშვილი უკრაინაში არ გეგმავს.
ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზით უკრაინაში მიემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი კიევში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრება და ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იტალია-ესპანეთის საფინალო მატჩის დასწრებას გეგმავს ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. საინტერესოა, მოხვდებიან ერთად თუ არა რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტები გვერდიგვერდ ვიპ-ლოჟაში?