ყაზბეგში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი მირიან წიკლაური იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„დღემდე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. პოლიტიკაში მოსვლა ახლა გადავწყვიტე. ყაზბეგში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მე ვიქნები,“ - აღნიშნა წიკლაურმა.
52 წლის მირიან წიკლაური ნეიროქირურგია. ამჟამად ის ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მუშაობს.
90-იან წლებში მირიან წიკლაური ეროვნული მოძრაობის წევრი, 1991 წელს კი ყაზბეგის რაიონის პრეფექტი იყო.