კრეატივი და კომფორტი ზაფხულის ცხელ დღეებში (VIDEO)

კრეატივი და კომფორტი ზაფხულის ცხელ დღეებში (VIDEO)

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ექსკურსიების და ლაშქრობების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში ბევრი შესანიშნავი ადგილია, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. არიან სააგენტოები, რომლებიც სხვადასხვა გასვლითი ტურების ორგანზებას აკეთებენ და ცდილობენ კლიენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან.

კომფორტზე და ბუნებაზე საუბრისას, არ შეიძლება გერმანული კომპანია „დედონი“ არ გაგვახსენდეს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, შემოგვთავაზა ახალი სერვიზი -„დედონ აილენდი“, რომელიც  ეგზოტიკურ ადგილებში, ექსკურსიების კომფორტულად მოწყობას უზრუნველოყოფს.

სამწუხაროდ „დედონს“ საქართველოში ფილიალი ჯერჯერობით არააქვს. კომპანია 80-ზე მეტ ქალაქში მოღვაწეობს, მათ შორისაა- პარიზი, მადრიდი, ჰონკონგი, ვენა, მონაკო, ათენი, ნიუ-იორკი და ა.შ.

კომპანია აწარმოებს ყველა სახის, განსაკუთრებით კომფორტულ და კრეატიულ საყოფაცხოვრებო პროდუქტს: სკამებს, მაგიდებს, ჰამაკებს, ტახტებს და ა.შ.

„ნივთები თქვენთვის და თქვენი კაპრიზებისთვის“ -  ასე ჟღერს „დედონის“ სლოგანი, რომლითაც მან მსოფლიო ბაზარი მარტივად და წარმატებით დაიპყრო. განსხვავებული და ორიგინალური სტილი მას საშუალებას აძლევს საკუთარი კვალი ნებისმიერი მომხმარებლის გონებაში დატოვოს.  

დედონს 30 - მდე მსოფლიო პრიზი აქვს აღებული.  წელს „Wallpaper Design Award“-ზე  მან მთავარი საპრიზო ადგილი „ჯეინ-მარი მესაუნდის“ დიზაინით გაკეთებული დასაკეცი სკამით მოიპოვა.

„დედონი“ 1990 წელს, ქალქ ლუნებურგში დაარსდა. მისი კრეატიული დიზაინი აღიარებულია ინტერნაციუნალურ, ყველაზე გაყიდვად პროდუქტად მთელს მსოფლიოში.