ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან ვასაძის ცნობილი მაღაზიათა ქსელი „ფოკანი“ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის და ქალაქში რადენიმე მაღაზიის დახურვას გეგმავს.
გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვასაძესთან „ფოკანის“ ქარხნის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი მხარე ამ ინფორმაციას კატეგორიულად არ ადასტურებდა.
„ფოკანის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კაკაბაძემ მედიასთან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაღაზიათა ქსელის ნაწილი ნადვილად იხურებს, დაადასტურა. „ქვეყნაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, „ფოკანის“ ნაწარმზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში შემცირდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ფილიალი დაგვეხურა, რადგან ქალაქის ცენტრში რამდენიმე მაღაზიის არსებობა, კომპანიისთვის უკვე არამომგებიანია“,-განაცხადა კაკაბაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერის დაინტერესებას „ფოკანის“ ქარხნით, მან განაცხადა, რომ ის „ფოკანის“ არა შეძენას, არამედ ვასაძისთვის დახმარებას გეგმავს. „ჩვენთან ბანკში იყო ამის შესახებ საუბარი. ჩემთან რაღაც ხმები მოვიდა და გამოვთქვი სურვილი, რომ თუ საჭიროა, შეიძლება კომპანიას დავეხმარო, ყიდვის სურვილი არ მაქვს. ლევან ვასაძე საინტერესო ადამიანია და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს“,-განაცხადა ივანიშვილმა.
„ფოკანის“ სახელოსნოები 2000 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც , ქართული კაზმულობის უძველესი ტრადიციების აღდგენის მიზნით, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დაიწყო მინანქრის დამუშავების ტრადიციების აღდგენა. დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით დაარსდა სახელოსნო „ფოკანი“. ფოკანის სახელოსნოები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს - საეკლესიო და საერო წარმოებაში (ქართული კაზმულობა/საიუველირო ნივთები და საეკლესიო ნაკეთობები).