გადაუღებელი წვიმების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება, ინგლისის ქალაქები დაიტბორა. დახურულია მეტროს სადგურები, მაღაზიები.
Euronews-ის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ასობით დაშავებულია. რამდენიმე ათასობით ადამიანი ნოტინგემპშირში, ნიუკასლსა და ბრიტანეთის დიდ ქალაქებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, ლონდონისკენ მიმავალ ოლიმპიადის ცეცხლს ათობით ადამიანი ქუჩაში მაინც დახვდა, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობების გამო, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური ჩირაღდნის დედაქალაქში ჩატანა მანქანით მოუხდათ.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა სტარტს 29 ივლისს აიღებს.