„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის განწყობა კვლავ ამაღლებულია და შესაბამისად, ის ხვალ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსახლეობის მასშტაბურ მხარდაჭერას ელოდება.
კობახიძის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის აქციაზე კოალიციის საარჩევნო პროგრამიდან გარკვეული სიახლეები გამოცხადდება და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც დასახელდება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია დადებით რეჟიმში გრძელდება.
„ეს აქცია ნამდვილად მასშტაბური იქნება. წინასწარი მონაცემებით ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და განწყობა ძალიან დადებითია. აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ რეგიონში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მოსახლეობას დიდი ინტერესი აქვს ხვალინდელი აქციისადმი, ბევრ მათგანს აქვს ინტერესი შეხვდეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისგან მოისმინონ სამომავლო გეგმები“, - განაცხადა კობახიძემ.