„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დმანისის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დმანისის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში, დმანისის რაიონის სოფლების ვაკის და ამამლოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც ძიძიგური აცხადებს, აქაც მსაგვსად სხვა სოფლებისა ხელისუფლების და ივანიშვილის მხარდამჭერებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა იყო.

„ხელისუფლების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგად არის, მეორე ნაწილი კი იძახის, რომ არ არის მიწები, წყალი, სამუშაო და ა.შ. ფაქტიურად ეხლა ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ,  არადა ეს სოფელი საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაშინება და ზეწოლა დაიწყო.

„აქ მოსვლამდე ერთ ერთ აზერბაიჯანულ სოფელში- ვაკეში, ჩვენ ვნახეთ კლასიკური ნიმუში როგორ შეაშინა სოფლის რწმუნებულმა და მისმა მხარდამჭერებმა ივანიშვილის მომხრეები. ამიტომ ჩვენ ეხლა ვფიქრობთ, რომ სხვაგვარი ფორმით უნდა დავიწყოთ მოსახლეობასთან შეხვედრები“, - აღნიშნავს ძიძიგური.

კოალიციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი დეკლარაციები და მაისურები დაურიგეს.