დიზაინერების დუეტმა - Dolce & Gabbana, ბრენდის ახალ რეკლამაში, ტრადიციულად დიდი სიცილიური ოჯახი წარმოადგინა. გაზაფხული/ზაფხული 2012-ის სარეკლამო კამპანიის შემდეგ, იტალიური ბრენდის, შემოდგომა/ზამთარის კოლექციისთვის, გადაღებულ რეკლამაში ულამაზესი მოდელების გარდა აღბეჭდილია სიყვარული, ოჯახური ღირებულებები და, რა თქმა უნდა, იტალიური გარემო.
რეკლამის გმირები, ისევ ბიანკა ბატლი და მონიკა ბელუჩი არიან, თუმცა ამჯერად მათ იტალიელი არისტოკრატი ბრანდოლინი დადდაც შეუერთდა.
ფოტოსესია ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა ჯამპაოლო სგურამ გადაიღო, სწორედ მისი ობიექტივის წინ იპოზიორეს მოდელებმა Dolce & Gabbana -ას ახალი კოლექციის შეუდარებელი სამოსით. თემა სიცილია, მოდის სახლის შემოქმედებაში ყოველთვის ფიგურირებს. ქალისა და მამაკაცის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიას კონკრეტული სიუჟეტი არააქვს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ის დიდი და ბედნიერი სიცილიური ოჯახის ქორწილსა და მხიარულ თავშეყრაზეა გადაღებული.