საია და სამართლიანი არჩევნები 1 ივლისს მცხეთაში დაგეგმილ აქციას დააკვირდებიან

საია და სამართლიანი არჩევნები 1 ივლისს მცხეთაში დაგეგმილ აქციას დააკვირდებიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კოალიცია" ქართული ოცნების" მიერ ხვალ დაგეგმილ აქციის პროცესს დააკვირდებიან.

ეს პროცესი წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდება. ეს კი პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

საიას ინფორმაციით, დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან ასევე მცხეთაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ხვალინდელი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. 

 

საია და "სამართლიანი არჩევნები" იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.