დღეს ჟენევაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით გასამართ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინ, სადაც კოფი ანანის „სირიის ახალის გეგმა“ უნდა განიხილონ, ამერიკასა და რუსეთს შორის ისევ უთანხმოებაა. ამ განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “სირთულეები და უთანხმოება ძალაში დარჩა“,-განუცხადა ჟურნალისტებს დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
პეტერბურგში გამართული ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანეტის ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პირველი დიპლომატი ძალიან კმაყოფილი ჩანდა.
„მე ვიგრძენი ცვლილებები ჩემი კოლეგის ჰილარი კლინტონის პოზიციებში. მას აღარ ჰქონდა ულტიმატუმის ტონი. არ იყო საუბარი იმაზე, რომ ის ქაღალდი, რომელიც ჟენევაში განიხილება, შეუცვლელია“,-განაცხადა ლავროვმა.
„ქაღალდში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოფი ანანის ახალ გეგმას გულისხმობდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით კი, რუსეთი ძალიან მტკივნეულად იღებს ყველა იმ განცხადებას, რაც ბაშარ ასადის პოსტის დატოვებას შეეხება“,-წერს სააგენტო BBC.