დღეს, 30 ივნისს, პროექტ „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში მომზადებული „ზაფხულის ტურისტული კალენდარის“ მიხედვით, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა „კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი“, სადაც ბაკურაძის მოძრაობის თეატრი ისტორიული ფაქტებისა და გმირებს გააცოცხლებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ბერიკები და „შავნაბადოსნები“, ასევე, გაიმართება წარმოდგენა „სტუმარ-მასპინძელი“, საღამო გაფორმდება ხალხური სიმღერებით და სუხიშვილების მუსიკოსების მიერ წარმოდგენილი იქნება ძველი ხალხური საკრავების პროგრამა. ღონისძიება დაიხურება ცეცხლოვანი პერფორმანსით.
წარმოდგენები გორის ციხის 6 სხვადასხვა ადგილას გაიმართება. პროექტი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტის მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს, სხვადასხვა, კუთხეში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა.
გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.