კოალიცია

კოალიცია "ქართულ ოცნება" 1 ივლისს, მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს

კოალიცია "ქართულ ოცნება" 1 ივნისს, მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ  კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა "სპექტრში" სტუმრობისას განაცხადა.

რაც შეეხება მცხეთაში დაგეგმილ აქციას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის ძირითადად მუსიკალური გამოსვლებით იქნება დატვირთული.

"როგორც მცხეთა-მთიანეთის, ასევე თბილისის მოსახლეობასაც მოვუწოდებ, რომ 1 ივნისს, მცხეთაში აქციაზე მოვიდნენ. გარდა მუსიკალური ნომრებისა, აქციაზე საინტერესო გამოსვლებიც იქნება და მაჟორიტარ კანდიდატებსაც დავასახელებთ", - განაცხადა   ივანიშვილმა.