ქუთაისში სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა 28 ივნისს, ღამით მოხდა. ჩეჩელაშვილების ოჯახმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს, პაციენტი გარდაცვლილი დახვდათ.
რამაც დაღუპულის ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი სასწრაფო დახმარების ექიმსა და ექთანს დაგვიანების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფო დახმარების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოძახებაზე ექიმები ზუსტად 8 წუთში მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა გონება დაკარგა, მას არავინ დახმარებია. რუსთავი ორის ინფორმაციით, ექთანს მესამე სართულიდან მარტო მოუხდა მისი ჩამოყვანა.
დაშავებული იმერეთის რაიონულ საავდმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაციია ჩაუტარდა, თუმცა თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
,,ავადმყოფს გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. სამწუხაროდ, თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. იქ იყო გახეთქილი ჭრილობა, თვალის შიდა გარსების გამოვარდნით. ამჟამად ავადმყოფის მდგომარეობა გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს შეესაბამება “, - განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა მერაბ ერემეიშვილმა.
მომხდარზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.