Independent: ლუკაშენკო ოცნებობს, პოსტზე 20 წლის შემდეგ მისმა შვილმა შეცვალოს

Independent: ლუკაშენკო ოცნებობს, პოსტზე 20 წლის შემდეგ მისმა შვილმა შეცვალოს

ბრიტანული პრესისი ინფორმაციით, ბელორუსიის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვენესუელაში ვიზიტის დროს შემდეგი სახის განცხადება გააკეთ-ის მოხარული იქნება თუ მის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი მისი ვაჟი გახდება.

„ის, რომ ჩემი შვიდი წლის ვაჟიშვილი აქ არის, ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს, მიუთითებს იმაზე, როგორი სერიოზულობით ვუდგებით ჩვენ ამ თანამშრომლობას. უკვე არის ის, ვინც 20-25 წლის შემდეგ, ამ ურთიერთობებს გააგრძელებს“,- განაცხადა ლუკაშენკომ ვენესუელაში სიტყვით გამოსვლისას.

შვიდი წლის კოლია, რომლის დედის ვინაობაც არ ხმაურდება, ხშირად ესწრება მინისტრთა კაბინეტის შეხვედრებს, სამხედრო აღლუმებს  და ხშირად ახლავს მამას საზღვარგარეთ ვიზიტების დროსაც.

Independent-ის ინფორმაციით, ლუკაშენკოს კიდევ ორი ვაჟი ჰყავს ყოფილი ცოლისგან, რომელიც ამჟამად ბელორუსიის ერთერთ სოფელში, ფერმაში ცხოვრობს,  თუმცა მათ მინისტრთა კაბინეტის სხდომებს არ ასწრებს. 

ლუკაშენკოს „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებენ და ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებზეც აღარ იწვევენ. თუმცა, ბელორუსიის პრეზიდენტმა მოახერხა რამდენიმე ქვეყანასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაეფორმება, ვენესუელაში კი ხმამაღლა გამოთქვა  სურვილი- მას სურს ბელორუსიის პრეზიდენტობა მამიდან შვილზე გადავიდეს.