კოსოვო-სერბეთის საზღვარზე სისხლიანი შეტაკება მოხდა

კოსოვო-სერბეთის საზღვარზე სისხლიანი შეტაკება მოხდა

 Deutsche Welle- ის ინფორმაციით, კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა. დაახლოებით 70-მდე სერბი კოსოვოში ჩავიდა, რათა 1389 წელს კოსოვოს ველზე მომხდარი ბრძოლის წლისთავი აღენიშნათ. ახალგაზრდა სერბებით სავსე ორი ავტობუსი გაზისმესტანის მემორიალისკენ მიდიოდა, როდესაც კოსოვოს ქალაქ პროშტინასთან კოსოვოს პოლიციამ ისინი გააჩერა და უკან დაბრუნება ურჩია. პოლიციის განცხადებით, სერბები „ძალიან აგრესიულად იქცოდნენ და ადგილობრივი მოსახლოებისა და სამართალდმაცავების პროვოცირებას ცდილობდნენ“.

უკან გამობრუნებულმა სერბებმა კოსოვოს გამშვებ პუნქტთან შეტაკება მოაწყეს. დაშავებულია 32 კოსოვოელი პოლიციელი, აგრეთვე 20 სერბი, სამი მათგანი დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს.