თურქეთის განცხადებით, სირიის სამხედრო არმიის 30% -ი დეზერტირებულია

თურქეთის განცხადებით, სირიის სამხედრო არმიის 30% -ი დეზერტირებულია

თურქეთის  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მონაცემებით, სირიის 300 000-იანი სამხედრო ჯარიდან 100 000-ზე მეტი აჯანყებულების მხარეს გადავიდა, დაახლოებით 600-მა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა, 50 სირიელი მაღალჩინოსანი სამხედრო კი თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით,სირიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე,  ბოლო ორი თვის მანძილზე სირიიდან ქვეყანაში დაახლოებით, 55 ათასი დევნილი შემოვიდა. მათგან სასაზღვრო რაიონებში მოწყობილ დევნილთა ბანაკში 34 300 ადამიანია განთავსებული.