მიხეილ სააკაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა

მიხეილ სააკაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო აზერბაიჯანის დედაქალქში ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა და ამ დროისთვის ქვეყნის პირველი პირი სამეგრელოში იმყოფება.

პრეზიდენტმა წალეჯიხის რაიონში სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულები მოინახულა და მათ დახმარებას დაჰპირდა.

პრეზიდენტმა სოფლის მეურნების მინისტრს ზაზა გოროზიას  და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილს  ადგილზე დავალებები მისცა.

პრეზიდენტმა მინისტრებს მეწყერსაშიში ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია და სტიქიის მიერ მათთვის მიყენებული ზარალის დათვლა დაავალა.

უამინდობისა და ძლიერი წვიმების გამო, წუხელ წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში მეწყერი ჩამოწვა.

ასევე, მძიმე ვითარებაა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, სადაც სავალი გზა ადიდებულმა მდინარემ წაიღო. დაზიანებულია შემოვლით გზაზე არსებული ხიდიც. გასკდა წყლის დამბაც, რამაც სახლების დატბორვა გამოიწვია.