ინდმეწარმეები რესტორან ლაზურში ქალაქის მერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ელოდებიან

ინდმეწარმეები რესტორან ლაზურში ქალაქის მერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ელოდებიან

რესტორან ლაზურში ინდმეწარმეები არიან შეკრებილნი, რომლებიც თბილისის მერს, გიგი უგულავასა და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძეს ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისათვის დაახლოებით, ორასამდე ინდმეწარმეა შეკრებილი. მათი თქმით, დაურეკეს და აქ მოსვლა თხოვეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ვინ დაურეკა ან რატომ, წარმოდგენა არ აქვთ.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, კი ინდმეწარმეების წინაშე მოხსენებებით უგულავა და ბაქრაძე წარსდგებიან.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა არის დაგეგმილი, თუმცა ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის გაშუქების უფლებას უგულავას და ბაქრაძის მოსვლიდან 15 წუთის განმავლობაში მისცემენ.