ტელეკომპანია ერთსულოვნებამ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

ტელეკომპანია ერთსულოვნებამ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ თანამაგზავრული  სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კომისიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტელევიზიის ლიცენზიის სახედ განისაზღვრა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობად -სპეციალიზებული - შემეცნებითი მაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს ტერიტორია. 

გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ კომპანია ტელემაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით განახორციელებს.

ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს. მაუწყებლობა კი დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 18 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.