დავით საგანელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს

დავით საგანელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის დავით საგანელიძის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი თითქმის ერთხმად დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, დავით საგანელიძემ საკრებულოს იმედი ვერ გაამართლა და ეს ფაქტი მის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ  კენჭისყრამდე დავით საგანელიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს თავად მიმართა.

დავით საგანელიძის თანამდებობიდან გადაყენების კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.  კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს.

„ქართული ოცნების“ წევრის  ზურა აბაშიძის განცხადებით,  იგი საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, საერთოდ გაუქმდეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე ოპოზიციური კანდიდატის დანიშვნის საკითხი.

„კოლეგების  პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს.  ამ შემთხვევაში კი, დავით საგანელიძეზე. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ის  პოლიტიკურ კოალიცია  „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

დავით საგანელიძის განცხადებით კი, მისთვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა.

„სხვათაშორის, როცა  კოალიციაში შესვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, მაშინვე ვიყავი გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ეს საკრებულოში  თანამდებობის დატოვებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამაზე არანაირი პრობლემა არ მქონია და ვიცოდი ეს მოხდებოდა“, - განაცხადა საგანელიძემ.