კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება

კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველოს კონტროლის პალატა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება.   შეხვედრაზე „პოლიტიკური დაფინანსების მეთოდოლოგიის გზამკვლევის“ დოკუმენტი განიხილება. 

კონტროლის პალატის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, რაც მათი თქმით, პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესს უფრო გამჭირვალეს გახდის.

შეხვედრა საქართველოს კონტროლის პალატის თბილისის ოფისში 17:30 სთ-ზე დაიწყება.