დავით ბაქრაძე NDI-ის  ანგარიშსს პოზიტიურს და პროფესიონალურს უწოდებს

დავით ბაქრაძე NDI-ის ანგარიშსს პოზიტიურს და პროფესიონალურს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშს პოზიტიურად აფასებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ბაქრაძემ განაცხადა, რომ NDI-ის  ანგარიში მაღალ პროფესიონალურ დონეზეა დაწერილი.

„ერთი მხრივ, ანგარიში ყველა ის პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც 2008 წლის შემდეგ გადაიდგა, რომ არჩევნები  უფრო ორგანიზებულად და უკეთ ჩატარდეს. მეორეს მხრივ კი, ანგარიშში გამოთქმულია მთელი რიგი რეკომენდაციები - თუ როგორ უნდა ჩატარდეს და გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ეს არის პოზიტიური და პროფესიონალური ანგარიში, რომელსაც აუცილებლად შევისწავლი. ამ ორგანიზაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, რომ  იმას მივაღწიოთ   რასაც ჩვენი საერთო ამოცანა წარმოადგენს - არჩევნები ჩატარდეს  დემოკრატიულად, ორგანიზებულად და თავისუფლად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.