გიორგი თარგამაძე:მოსახლეობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი უნდა შეუჩეროს

გიორგი თარგამაძე:მოსახლეობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი უნდა შეუჩეროს

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის მოსაზრებით, ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი უნდა შეუჩეროს.

თარგამაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ შესძლო.

მან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემა უფრო დეგრადაციისკენ არის მიმართული და გაცილებით მძიმეა მდგომარეობა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო.

გიორგი თარგამაძის შეფასებით, დღევანდელი მმართველობის შედეგია ის რომ, საქართველო არა თუ დაუახლოვდა ნატოს, არამედ ალიანსის და მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელების მხრიდან ზოგად განცხადებები ისმის.

„ხელისუფლებამ ვერ გაამართლა მანდატი, რომელიც რვა წლის წინ მიიღო, ამიტომ მოსახლეობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი აუცილებლად უნდა შეუჩეროს, - განაცხადა თარგამაძემ.