ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას მხარს ცალსახად უჭერს.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებული განცხადების გაკეთებისთანავე მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ბრალდებების და საპასუხო თავდასხმების ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. როცა მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები მოწინაღმდეგე მხარეებს შორის კვლავ დავის საგნად რჩება, NDI - ს მიერ ჩატარებული აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ცალსახად უჭერს მხარს. ბატონი ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის აღდგენის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პარალმენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მას არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, თუმცა არსებული საკანონმდებლო ცვლილებით სარგებლობაზე დღემდე უარს აცხადებს“, - ნათქვამია ანგარიშში.