ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაცია მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში „ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა მოხდეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მომხდარი ინციდენტის გამოძიება გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართება.
„დელეგაციის ვიზიტისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფებს შორის ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რასაც უნდა მოჰყვეს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
NDI-ს წინასაარჩევნო მისია მიიჩნევს, რომ შემდეგი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საზოგადოებაში ნდობის გზარდას შეუწყობს ხელს.